რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო დახმარებას ითხოვს

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და დახმარებას ითხოვს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მედპერსონალის რაოდენობა განახევრებულია, ამიტომ საავადმყოფო თხოვნით მიმართავს მათ, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა, დაეხმარონ მათ.

"სამწუხაროდ თითქმის აღარ გვაქვს რესურსი და სასწრაფოდ გვესაჭიროება თანამშრომლები სანიტრის პოზიციაზე. მედ-პერსონალის რაოდენობა განახევრებულია და ვეღარ ახერხებენ გაუმკლავდნენ პაციენტთა უზომოდ დიდ ნაკადს. გთხოვთ, ვინც სახლში ხართ უმუშევრად და უკვე გადაიტანეთ კოვიდი, დაგვეხმარეთ და შეიტანეთ თქვენი წვლილი თუნდაც ერთი სიცოცხლის გადარჩენაში", - ნათქვამია განცხადებაში.