ევროპარლამენტის პრეზიდენტი კლინიკაში გადაიყვანეს

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი იმუნური სისტემის დისფუნქციის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

65 წლის სასოლი სექტემბერში, პნევმონიის მძიმე ფორმით საავადმყოფოში მოხვდა.

ავადმყოფობის გამო მან ბოლო პერიოდში რამდენიმე ღონისძიება გამოტოვა. დავიდ სასოლის ევროპარლამენტის პრეზიდენტის პოსტზე ვადა მიმდინარე თვეს ეწურება.