უკრაინის უსაფრთხოების სამსახური რუსეთის სპეცსამსახურების აგენტის დაკავების შესახებ იუწყება

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში რუსეთის სპეცსამსახურების აგენტის დაკავების შესახებ იუწყება. უკრაინული მედია წერს, რომ დაკავებული ოდესაში ტერაქტებს გეგმავდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ეჭვმიტანილის მთავარი ამოცანა ოდესის რეგიონში პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაცია წარმოადგენდა.

დაკავებული მოლდოვის მოქალაქე, 47 წლის კაცია, რომელიც, უკრაინული სპეცსამსახურების ცნობით, თავდასხმების შესასრულებლად უკრაინაში თანამზრახველების რეკრუტირებას ცდილობდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.