ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი გარდაიცვალა. BBC-ის ცნობით,დავიდ სასოლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტი იტალიაში, ავიანოს საავადმყოფოში იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემით 26 დეკემბერს მოათავსეს. ის სექტემბერშიც მკურნალობდა მძიმე პნევმონიის დიაგნოზით და ავადმყოფობის გამო ბოლო პერიოდში რამდენიმე ღონისძიებაც გამოტოვა.
დავიდ სასოლი ევროპარლამენტის წევრი 2009 წელს გახდა. 2014-2019 წლებში ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2019 წლის ივლისში კი ევროპარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს. მას ვადა მიმდინარე თვეს ეწურებოდა.
ამავე თემაზე
https://europetime.eu/ka/article/19110-evroparlamentis-prezidenti-klinikashi-gadaiqvanes