საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5486 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 57 546 კვლევა ტესტით, მათ შორის 39 284 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 262 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53 %, ბოლო 14 დღის - 8.10% ხოლო 7 დღის - 9.63%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 893 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 916 421.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 264 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 985 შემთხვევა, აჭარა - 569, იმერეთი - 563, ქვემო ქართლი - 205, შიდა ქართლი - 282, გურია - 145, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 290, კახეთი -192, მცხეთა-მთიანეთი -131, სამცხე-ჯავახეთი - 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 37 602 საიდანაც: 4 431 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 901, აჭარაში - 599, იმერეთში - 774.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 083 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 519, აჭარაში - 130, იმერეთში - 254. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 281 პაციენტი, მათგან თბილისში - 161, აჭარაში - 39, იმერეთში - 25. 1 801 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 192 - თბილისში, 426- აჭარაში. 31 370 ადამიანი სახლში მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 65, ხოლო აჭარაში - 4. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 10 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პაციენტი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 835 ადამიანი.