თამარ გაბუნია: სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ჯერჯერობით არ გვაქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ჯერჯერობით არ იძლევა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ჯერჯერობით არ იძლევა. ყველაფერი განხორციელდება ისევე, როგორც იყო დაგეგმილი. თუ დადგა ამის საჭიროება, რა თქმა უნდა, საბჭო ამ საკითხს დაუბრუნდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.