თამარ გაბუნიას თქმით, რამდენიმე დღეში საკარანტინო პერიოდის განახლებული ვადები ჩამოყალიბდება

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში საკარანტინო პერიოდის განახლებული ვადები ჩამოყალიბდება.

როგორც გაბუნიამ განმარტა, საკარანტინო ვადების ცვლილება განპირობებულია „ომიკრონის“ შტამის განსხვავებული მიმდინარეობით.

„ჩვენ, როგორც მოგეხსენებათ, მივყვებით ევროპისა და ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის პროტოკოლებს საკარანტინო ვადებთან მიმართებით. სამინისტროში განხილვები და კონსულტაციები დაწყებულია. დღეს, ხვალ, საბოლოოდ ჩამოყალიბდება უკვე განახლებული ვადები კარანტინთან მიმართებით", - განაცხადა ხაზარაძემ.

ასევე წაიკითხეთ: საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5486 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი