თამარ გაბუნია: დღემდე მოქმედ 62 ონლაინკლინიკას კვირის ბოლომდე 40 ონლაინკლინიკა დაემატება

"დღემდე მოქმედ 62 ონლაინკლინიკას კვირის ბოლომდე დაემატება 40 ონლაინკლინიკა, რათა ინფიცირებულებს ოჯახის ექიმებისგან კონსულტაცია სათანადოდ გაეწიოთ", - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ჰოსპიტალური სექტორი მობიზებული რჩება.

„ჰოსპიტალური სექტორის მობილიზებას. ჰოსპიტალური სექტორი მობიზებული რჩება. ჩვენ გავიარეთ კორონავირუსის რამდენიმე ტალღა, ამ პირობებში, როდესაც ვიცით, რომ „ომიკრონი“ ძირითადად შედარებით მსუბუქი, საშუალო სიმძიმისაა, რომლის მართვაც შესაძლებელია ბინაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის მობილიზება. ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო, როდესაც ყველა ოჯახის ექიმი არის გადამზადებული კოვიდის მართვის საკითხებში. დღეს თუ მუშაობს 62 ონლაინკლინიკა, კვირის განმავლობაში კიდევ დაემატება 40 ონლაინკლინიკა, რათა ქსელი მაქსიმალურად იყოს გაშლილი და ყველა ადამიანს ჰქონდეს თავისი ოჯახის ექიმისგან კონსულტაციის მიღების საშუალება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.