გერმანია ევროპის წამლის სააგენტოს მოუწოდებს, Pfizer-ისა და Biontech-ის ვაქცინა შობამდე დაამტკიცოს

"სიენენის" ინფორმაციით, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი ევროპის წამლის სააგენტოს მოუწოდებს, „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ შექმნილი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შობამდე დაამტკიცოს.

„ჩვენი მიზანია, ვაქცინამ ავტორიზაცია შობამდე მოიპოვოს და მოსახლეობის ვაქცინაცია ამ წელსვე დავიწყოთ“, - განაცხადა იენს შპანმა.

პარალელურად, გერმანიის ექიმთა ასოციციამ წერილი გამოაქვეყნა, სადაც ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ ევროპის წამლის სააგენტომ ამ დრომდე ვერ მოახერხა ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭება, ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ კი გაცილებით მცირე დროში დაამტკიცა ვაქცინა.

ექიმები მთავრობას მოუწოდებენ, რომ თუ პროცესი გაჭიანურდება, გერმანიის მთავრობამ „ფაიზერის“ და „ბიოენტექის“ მიერ შექმნილ ვაქცინას დამოკუდებლად მიანიჭოს ავტორიზაცია.

გერმანიაში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე „კოვიდ-19“- ის ერთ მილიოზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 22 ათასზე მეტი ადამიანი.