ამირან გამყრელიძე: თებერვლის პირველ დეკადაში შეიძლება დღიურად 60 000-მდე შემთხვევა იყოს, საიდანაც ლაბორატორიულად დაახლოებით 20-30% გამოვლინდება

"თებერვლის პირველ დეკადაში, შეიძლება იყოს დღიურად 60 000-მდე შემთხვევა, რომლიდანაც ლაბორატორიულად გამოვლინდება დაახლოებით 20-30%, ანუ შეიძლება სადღაც გვქონდეს დღიურად 10-15 000-მდე შემთხვევა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ომიკრონის“ დროს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მერყეობს 5-დან 10%-მდე, მაშინ, როცა „დელტას“ დროს ეს მაჩვენებელი იყო 12, 15, 20%-მდე და უფრო აგრესიულად და მძიმედ მიმდინარეობდა. ამიტომ აქ, ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნა დიდი ალბათობით შემცირებული იქნება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5486 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი