ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების განაჩენი ხვალ გამოცხადდება

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთელის განაჩენი ხვალ,11:00 საათზე გამოაცხადდება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეებმა რეპლიკებით, ბრალდებულებმა კი საბოლოო სიტყვებით ისარგებლეს.

ცნობისთვის, TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, თებერვალში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა".

რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

ასევე წაიკითხეთ: ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებული, მამუკა ხაზარაძე მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა