ევროკავშირი ბოსნია და ჰერცეგოვინას სანქციებით დაემუქრა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ეს რიტორიკა ამძაფრებს დაძაბულობას ქვეყანაში და იწვევს პოლიტიკური კრიზისის ესკალაციას. ეს ემუქრება ბოსნია და ჰერცეგოვინას სტაბილურობას და სრულად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ხედვას, რომელიც ეფუძნება ერთიან და სუვერენულ ბოსნია და ჰერცეგოვინას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირმა მოუწოდა ე.წ. სერბთა რესპუბლიკის ლიდერებს შეწყვიტონ დაყოფისკენ მიმართული ქმედებები და დაუბრუნდნენ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას.
„სიტუაციის გაუარესების შემთხვვევაში, ევროკავშირის აქვს ინსტრუმენტების ფართო არჩევანი, რომლების გამოყენებაც შეუძლია. მათ შორის ევროკავშირის სანქციების ჩარჩო და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ცნობისთვის, 9 იანვარს ე.წ. სერბთა რესპუბლიკის ლიდერებმა „რესპუბლიკის დღის“ აღსანიშნავი ღონისძიება გამართეს, რომელსაც დაესწრნენ რუსეთის, ჩინეთისა და სერბეთის წარმომადგენლებიც, რის გამოც ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ ქვეყნების საელჩოებს საპროტესტო ნოტები გაუგზავნა.