თურქეთი საახალწლო დღეებში კომენდანტის საათს აწესებს

თურქეთი საახალწლო დღეებში კომენდანტის საათს აწესებს - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კომენდანტის საათი 31 დეკემბრიდან 4 იანვრამდე იმოქმედებს. კერძოდ კი, მოსახლეობას სახლიდან გასვლა 21:00 საათიდან 04:00 საათამდე აეკრძალება.

"უკვე არსებულმა შეზღუდვებმა თურქეთის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისთვის დადებითი შედეგები მოიტანა. მთავრობა ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად ღონისძიებების გატარებას განაგრძობს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

თურქეთში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა 1.86 მილიონს მიაღწია. ვირუსს 16 646 ადამიანი ემსხვერპლა.