უკრაინის პრეზიდენტი: დროა, გაიმართოს არსებითი მოლაპარაკებები კონფლიქტის დასასრულებლად

"უკრაინა მზად არის „ნორმანდიული ოთხეულის“ მომავალ სამიტზე არსებითი გადაწყვეტილებების მისაღებად, რათა ქვეყნის აღმოსავლეთით არსებული კონფლიქტი დასრულდეს", - აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დროა, გაიმართოს არსებითი მოლაპარაკებები კონფლიქტის დასასრულებლად. მისი თქმით, უკრაინა მზად არის, ოთხი ქვეყნის ლიდერების მომავალ სამიტზე შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინა კონფლიქტის დიპლომატიურ-პოლიტიკური გზით დარეგულირების ერთგული რჩება.

ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი: რუსეთი უკრაინაში თუ შეიჭრება, აშშ გადამწყვეტ მოქმედებებს განახორციელებს