ექსპრეზიდენტი სააკაშვილი 13 იანვარს მის სასამართლო პროცესს დაესწრება

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ხვალინდელ სასამართლო პროცესს პირადად დაესწრება.

„ხვალ, მე მივალ "სასამართლოზე" და ვიტყვი ჩემს სათქმელს. შევხვდებით 13-ში, 13:00 საათზე". ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა თითიდან გამოწოვილი საქმით მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის დაპატიმრება. რა თქმა უნდა, მათ გამოიტანეს სრულიად „ფეიკ“ განაჩენი.

როგორც ყოველთვის, მე მომეწონა როგორ ღირსეულად ეჭირათ მთელი ეს დრო თავი „განსასჯელებს“ და ასევე, ვატო წერეთელს. ერთი წუთით არ დატყობიათ შიში და ყოყმანი. მას შემდეგ, რაც ჩემ საკითხზე გამოტანილი ობიექტური გადაწყვეტილების შემდეგ გააუქმეს კანონით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, გუშინ, საქალაქო „სასამართლომ„, გააუქმა ასევე მათი გადაწყვეტილება ჩემ საქმეზე. "მელამ საკუთარი კუდი დაიმოწმაო“ - ასეა ზუსტად ამ „მთავრობის" და მისი სასამართლოს საქმე", - წერს სააკაშვილი.

13 იანვარს სასამართლო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს განიხილავს