ჩხოროწყუს საკრებულომ თავმჯდომარის მოადგილედ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ კანდიდატი აირჩია

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 14 წევრმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ კანდიდატი დავით შენგელია ფარული კენჭისყრით აირჩია.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო შემდეგნაირად დაკომლპექტდა: შოთა წურწუმია - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ( პარტია ,,გახარია-საქართველოსთვის") რამაზი თოლორდავა - საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ( პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ) კორნელ წურწუმია - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ( პარტია ,,ლელო საქართველოსთვის" ) დავით შენგელია-საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე (პარტია „გახარია-საქართველოსთვის").

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ჯანო პერტაია აცხადებს, რომ „პარტია არ მონაწილეობს იმ ძალთა გადანაწილებაში, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთ-ერთი დომინანტური ძალა“.

„ქართული ოცნება“ შეგნებულად არ ესწრებოდა სხდომას გამომდინარე იქედან, რომ ეს ორი ძალა ერთმანეთთან არიან შეკრებილნი, მოძრაობა „ლელოსთან“ ერთად აქვთ შესაძლებლობა, რომ ჩაატარონ სხდომა და აირჩიონ თანამდებობის პირები“, - აცხადებს ჯანო პერტაია.

ბრალდებებს უარყოფენ მისი ადრესატები.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრი რამაზ თოლორდავა ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ოპოზიციას ჰქონდეს თანამდებობები მუნიციპალიტეტში და ეს არ ნიშნავს ალიანსში შესვლას, უბრალოდ, ეს არის „პოლიტიკური მორიგება“.

რაც შეეხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, პარტიის „გახარია - საქართველოსთვის“ წევრს, შოთა წურწუმიას თქმით, მათი მთავარი მოტივია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დამკვიდრდეს კოალიციური მთავრობა.