კელი დეგნანი: აშშ ცდილობს, საქართველოს ინოვაციური სფეროს განვითარების კუთხით დაეხმაროს

"აშშ ცდილობს, საქართველოს ინოვაციური სფეროს განვითარების კუთხით დაეხმაროს. რაც საბოლოოდ, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას", - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ათასწლეული ინოვაციის კონკურსის დასწრების შემდეგ განაცხადა.

"მოხარული ვარ, რომ ვესწრები ათასწლეული ინოვაციის კონკურსს. ეს უკვე მეშვიდე წელია, რაც ტარდება. ამ ყველაფრის მიზანი გახლავთ, საქართველოში STEM განათლების ხელშეწყობა, ასევე ქართველი ახალგაზრდებისთვის ნოვატორული იდეების გაცვლის შესაძლებლობას.

ეს კონკურსი მონაწილეების მიღებას ითვალისწინებს 13-დან 18 წლამდე. აქ მართლაც, გასაოცარი იდეები ვიხილე. ეს გახლავთ საოცარი მაგალითი იმის, თუ როგორ ცდილობს აშშ, დაეხმაროს საქართველოს ინოვაციური სფეროს განვითარების კუთხით. რაც საბოლოოდ, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. აქ 7 წლის მანძილზე დაახლოებით 2 000-მა კონკურსანტმა მიიღო მონაწილება", - განაცხადა კელი დეგნანმა.