ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, პროვინციის გუბერნატორის მოადგილის ავტომობილზე თავდასხმისას პროვინციის გუბერნატორის მოადგილე დაიღუპა.
მაჰბობულა მოჰიბის დაჯავშნილი მანქანაზე ბომბი იყო დამაგრებული. აფეთქების შედეგად მისი მდივანიც დაიღუპა.
აფეთქების შედეგად ასევე დაშავდნენ უსაფრთხოების ორი თანამშრომელი. ბოლო თვის განმავლობაში რამდენიმე მსგავს შეტევას ჰქონდა ადგილი ავღანეთის მასშტაბით. გასულ კვირას, ცეცხლსასროლი იარაღით პროკურორი მოკლეს.
მთავრობასა და თალიბანის მეამბოხეებს შორის, სამშვიდობო მოლაპარაკებების მიუხედავად, ავღანეთში ვითარება არ სტაბილურდება.