რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა, რომ NATO-ს გაფართოების პროცესს თან ახლავს რუსეთისთვის მიუღებელი რისკები, რომელსაც მოსკოვი შეეწინააღმდეგება.
NATO-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გრუშკომ აღნიშნა, რომ ალიანსის გაფართოების პროცესი ის ფაქტორია, რომელიც სერიოზულად ახდენს გავლენას ევროპაში უსაფრთხოების გაუარესებაზე.
შეგახსენებთ, რომ 1997 წელს NATO-ს კარებზე მხოლოდ ერთი ქვეყანა აკაკუნებდა, რომელსაც რუსეთთან საერთო საზღვარი აქვს. ეს პოლონეთია. დღეს NATO-ს შემადგენლობაში უამრავი ქვეყანა შედის და მათი ტერიტორია რუსეთის მიმართულებით ძალის პროექციისთვის გამოიყენება. ეს სერიოზულად აუარესებს ჩვენს უსაფრთხოებას და მიუღებელ რისკებს ქმნის, რომელსაც შევეწინააღმდეგებით“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.