საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 48 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 55 474 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 029 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 445 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.60 %, ბოლო 14 დღის - 8.86% ხოლო 7 დღის - 9.91%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 044 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 922 411.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 359 პაციენტი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 326 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 148 შემთხვევა, აჭარა - 563, იმერეთი - 437, ქვემო ქართლი - 176, შიდა ქართლი - 277, გურია - 148, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 226, კახეთი -178, მცხეთა-მთიანეთი -92, სამცხე-ჯავახეთი - 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 42 439 საიდანაც: 4 436 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 868, აჭარაში - 612, იმერეთში - 803. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 047 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 487, აჭარაში - 125, იმერეთში - 256. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 293 პაციენტი, მათგან თბილისში - 169, აჭარაში - 42, იმერეთში - 22. 2 075 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 330 - თბილისში, 520- აჭარაში. 35 928 ადამიანი სახლში მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 71, ხოლო აჭარაში - 4.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 12 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 ადამიანი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 035 ადამიანი.