24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 9 700 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 9 700-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 588 299 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 979 235 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 922 411, გარდაიცვალა 14 359 პაციენტი.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ასევე წაიკითხეთ: საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 48 პაციენტი