ევროკავშირის სამხედრო სტრატეგიის განახლებულ პროექტში საქართველოს მხარდაჭერის გაზრდაზეა საუბარი

ევროკავშირის სამხედრო სტრატეგიის განახლებულ პროექტში აღმოსავლეთ პარტნიორების და მათ შორის საქართველოს მხარდაჭერის გაზრდაზეა საუბარი. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროაქტივი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდას აპირებს, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

„ევროკავშირმა უნდა გაზარდოს წარმომადგენლობა ეფექტურობა გლობალურ ასპარეზზე, ერთობლივი ძალისხმევითა და ინვესტიციებით“, – ნათქვამია ევროკავშირის სამხედრო სტრატეგიის განახლებულ პროექტში.

სამუშაო დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი „ერთგულია გაერთიანებული, გრძელვადიანი და ევროპული მიდგომის, რომელიც დაფუძნებულია რუსეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის ხუთ სახელმძღვანელო პრინციპზე“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ასევე წაიკითხეთ: ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი იმართება