მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს: ნულოვანი პატივისცემა მაქვს თქვენი სასმართლოს მიმართ

"ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი. ნულოვანი პატივისცემა მაქვს თქვენი სასმართლოს მიმართ",- ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს სასამართლო პროცესზე.

„თქვენ ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი. მე მივმართავ ქართველ ხალხს. არ ვაპირებ ივანიშვილის სასამართლოს ვუყურო თვალებში. ვაპირებ შევხედო თვალებში ქართველ ხალხს.

ყველაფერი, რაც ქვეყანაშია გაკეთებული და რაც აქამდე არ გააფუჭეს, ჩემი გაკეთებულია, თქვენი ახსნა-განმარტება და „ნუცას სკოლა“ არ მჭირდება. ბოდიშს ვიხდი, რომ თქვენგან განსხვავებით ოთხი იურიდიული უმაღლესი სასწავლებელი მაქვს დამთავრებული. ნულოვანი პატივისცემა მაქვს თქვენი სასმართლოს მიმართ“, - მიმართა სააკაშვილმა მოსამართლეს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.