ელგუჯა ცომაია: შს მინისტრის ყოფილი მოადგილე დამიკავშირდა და მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანა მთხოვა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე თბილისის საქალქო სასამართლოში ბრალდებული ელგუჯა ცომაია აძლევს ჩვენებას.

როგორც ბრალდებული აღნიშნავს, მას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე, გია ლორთქიფანიძე დაუკავშირდა, რომელმაც მას დახმარება სთხოვა.

ამასთან, ცომაიას თქმით, ის სააკაშვილის საქართველოში შემოყვანაში დახმარებას ლორთქიფანიძის მხრიდან დახმარების სანაცვლოდ დაპირდა.

ცნობისთვის, ელგუჯა ცომაიას მძიმე დანაშაულის დაფარვასა და საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებას ედავებიან.

ასევე წაიკითხეთ: მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს: ნულოვანი პატივისცემა მაქვს თქვენი სასმართლოს მიმართ

მესამე პრეზიდენტი: ჩემს "თანამზრახველებს" თვითონაც არ ვიცნობ