ევროკავშირმა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები გაახანგრძლივა

ევროკავშირმა უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა. ევროკავშირის საბჭომ დღეს გადაწყვიტა, გაახანგრძლივოს შემაკავებელი ზომები, რომლებიც ამჟამად მიმართულია რუსეთის ფედერაციის კონკრეტულ ეკონომიკურ სექტორებზე . სანქციები ექვსი თვით, 2022 წლის 31 ივლისამდე გახანრგძლივდა.

დაწესებული სანქციები, რომლებიც პირველად 2014 წლის 31 ივლისს შემოიღეს რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, ზღუდავს წვდომას ევროკავშირის პირველად და მეორად კაპიტალის ბაზრებზე გარკვეული რუსული ბანკებისა და კომპანიებისთვის და კრძალავს ფინანსურ დახმარებას და შუამავლობას რუსული ფინანსური ინსტიტუტების მიმართ.

სანქციები ასევე კრძალავს პირდაპირ ან არაპირდაპირი იმპორტს, ექსპორტს ან თავდაცვასთან დაკავშირებული ყველა მასალის გადაცემას.

ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები რუსულ ბანკებსა და კომპანიებს წვდომას უზღუდავს ევროკავშირის პირველადი და მეორადი კაპიტალის ბაზრებზე. ასევე, სანქციები კიდევ უფრო ზღუდავს რუსეთის წვდომას გარკვეულ ტექნოლოგიებზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იყოს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში.

სანქციები პირველად 2014 წლის 31 ივლისს შემოიღეს, უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ.