ევროპის მრავალგზის ჩემპიონს, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენს, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ უძლიერეს მძლეოსანს ოჯახი და ახლობლები ქართული სიმღერის ფონზე გამოემშვიდობნენ. ვიქტორ სანეევი სიდნეიში დაკრძალეს.
ის იყო სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მძლეოსანი, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი.
ვიქტორ სანეევი თავის მეუღლესთან და შვილთან ერთად, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში ცხოვრობდა.
შეგახსენებთ, ვიქტორ სანეევი 2 იანვარს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საკრებულოს ინიციატივით, თბილისში ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი მიენიჭება.