ბრიტანეთის პრინც ენდრიუს სამხედრო წოდებები და სამეფო ტიტული ჩამოართვეს

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეტ მეორეს ვაჟს ენდრიუს სამხედრო წოდებების და ტიტული „მისი სამეფო უმაღლესობა“ ჩამოერთვა.

BBC-ის ინფორმაციით, პრინცი ენდრიუ აშშ-ის სასამართლოს წინაშე სექსუალურ ძალადობაში საქმეზე ბრალდებულის სტატუსით წარდგება. სამეფო ოჯახის განცხადებით, პროცესის მსვლელობისას ენდრიუ თავს დაიცავს როგორც კერძო პირი.

ამერიკელმა ვირჯინია ჯუფრემ, რომელიც პრინც ენდრიუს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში სარჩელი გასული წლის აგვისტოში შეიტანა.

ასევე წაიკითხეთ: მედია: პრინც ენდრიუს წინააღმდეგ საქმის გამოძიება შეჩერდება

12 იანვარს გახდა ცნობილი, რომ საქმე შეიძლება, კვლავ განახლდეს.