Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 60 753 კვლევა ტესტით, მათ შორის 34 092 კვლევა ანტიგენის ტესტით და 26 661 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.16 %, ბოლო 14 დღის - 9.14% ხოლო 7 დღის - 9.84%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 661 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 924 072.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 395 პაციენტი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 567 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 3 479 შემთხვევა, აჭარა - 587, იმერეთი - 434, ქვემო ქართლი - 159, შიდა ქართლი - 254, გურია - 130, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 199, კახეთი -130, მცხეთა-მთიანეთი -84, სამცხე-ჯავახეთი - 85, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -26.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 309 საიდანაც:
4 379 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 852, აჭარაში - 596, იმერეთში - 797.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 003 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 445, აჭარაში - 128, იმერეთში - 255. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პაციენტი, მათგან თბილისში - 163, აჭარაში - 45, იმერეთში - 25.
2 077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 300 - თბილისში, 539- აჭარაში.
39 853 პაციენტი სახლში მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 68 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 65, ხოლო აჭარაში - 3.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 13 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 ადამიანი.