Facebook-ის მფლობელი კომპანია Meta აშშ-ის ოფისებში თანამშრომელთა დაბრუნების პროცესს აჭიანურებს. კომპანია „ბუსტერ“ დოზით აცრის დამადასტურებელ მტკიცებულებას ითხოვს და ამისთვის საჭირო საბოლოო თარიღად 28 მარტი განსაზღვრა.
ჯენელ გეილმა, Meta-ს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ვიცე-თავმჯდომარემ CNN Business-ს განუცხადა, რომ ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს თანამშრომლებს „მეტი დროს მიეცეთ, რათა აირჩიონ ის, რაც მათთვის საუკეთესოა“.
Meta-ს თანამშრომლებმა ახლა 14 მარტამდე უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორ უნდა გააგრძელონ მუშაობა - ოფისში, სრულ განაკვეთზე დისტანციურად თუ სახლიდან დროებით - კიდევ 3-5 თვით.
ამ გადაწყვეტილებით, Meta ხდება ერთ-ერთი პირველი მსხვილი ამერიკული კორპორაცია, რომელიც მოითხოვს ოფისის თანამშრომლებისგან გამაძლიერებლი დოზის მტკიცებულებას „ომიკრონის„ სწრაფი გავრცელების ფონზე.
ის უერთდება მთავრობების, კოლეჯების, უნივერსიტეტების და სხვა დამსაქმებლების მზარდ ჩამონათვალს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც აცხადებენ, რომ „ბუსტერ“ დოზა აუცილებელია მუშაობისთვის. ტენდენცია მალე შეიძლება უფრო ფართოდ გაგრძელდეს, რადგან ჯანდაცვის ოფიციალური პირები კამათობენ დეფინიციის - „სრულად ვაქცინირებული“ შეცვლაზე ორიდან სამ დოზამდე.