200-ლარიანი კომპენსაციის ჩარიცხვა 2021 წლის იანვრიდან დაიწყება.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
"მიმდინარე წლის განმავლობაში, ჩვენ დაახლოებით 125 000 ადამიანს დავეხმარეთ 1 200-ლარიანი საკომპენსაციო პაკეტით ექვსი თვის განმავლობაში და შევპირდით ჩვენს მოსახლეობას, ბიზნესს, რომ ამას გავაგრძელებთ იანვრიდან. შესაბამისად, იანვრიდან მოხდება ამ ინფორმაციის როგორც მოგროვება, ისევე შესაბამისი გადარიცხვები და ტრანზაქციები", - განაცხადა მაჭავარიანმა.
რაც შეეხება 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას, მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე 50 000 განცხადებაა დარეგისტრირებული.
"ვვარაუდობდით, რომ 100 000 ადამიანამდე ავა ეს რიცხვი. საკომპენსაციო პაკეტით თანხის გადახდა დაიწყება და დამთავრდება მიმდინარე წლის ბოლომდე“, - განაცხადა მაჭავარიანმა.