აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უკრაინაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ალიევი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.

გასული წლის დეკემბერში, ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე, პრეზიდენტი ზელენსკი კიევში სამიტის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. მისი წინადადების თანახმად, სამიტი თებერვალში აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერების მონაწილეობით უნდა გაიმართოს.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში 2022 წლის დასაწყისში ჩავა.