აშშ-ის საელჩო საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. ამის შესახებ აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„გილოცავთ სახელმწიფო დროშის დღეს! 2021 წელი თქვენი თვალისმომჭრელი დროშის ისტორიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ახლად აღმოჩენილი სპილენძის მონეტის წყალობით მისი დაკავშირება მეფე დავით აღმაშენებელთან (XII ს.) მოხდა. ეს სიმბოლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მრავალი საუკუნეა რაც ერთი მთლიანი ევროპული ოჯახის ნაწილია“,- წერს აშშ-ის საელჩო.
ცნობისთვის, 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა