ორი ქვეყნის შეთანხმების საფუძველზე, საფრანგეთმა უკრაინას Airbus ვერტმფრენები გადასცა.
საფრანგეთის რესპუბლიკასთან მთავრობათაშორისი შეთანხმების განხორციელების და შინაგან საქმეთა სამინისტროს საინვესტიციო პროექტის განხორციელების ფარგლებში საავიაციო უსაფრთხოებისა და სამოქალაქო დაცვის ერთიანი სისტემის შესაქმნელად, უკრაინამ 55 ახალი მოდელის საფრენი აპარატი უნდა მიიღოს.
უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური 24 ახალ ვერტმფრენს მიიღებს. კონტრაქტის თანახმად, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურს 2020 წლის იანვარში ვერტმფრენების პირველი პარტია გადაეცა.