პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ვარუდობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრი ადამიანი დატოვებს.
როგორც ჟურნალისტებს სუბარმა განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრის განცხადებაში გამოჩნდა, რომ პარტიაში მყოფ ადამიანებს „ერთმანეთის ატანა და ერთანაირი ღირებულება არ აქვთ“.
„მათ აქვთ აბსოლუტურად სხვადასხვა მსოფლმხედველობა. ბუნებრივია, რომ ეს დაშლა გაგრძელდება. თავისთავად, ამ პარტიას რომ მომავალი არ აქვს, ალბათ, მისი წევრებიც ხედავენ. ეს პროცესი გაგრძელდება, რაშიც მხოლოდ დადებითს ვხედავ“, - აღნიშნა სუბარმა.
შეგხსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ დღეს პარტია დატოვა.