„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აშშ-ის სენატში მხარი არ დაუჭირეს

აშშ-ის სენატმა კანონპორექტი, რომელიც გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა, არ დაამტკიცა.

„რესპუბლიკელი“ სენატორი ტედ კრუზის მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიღებას 60 სენატორის მხარდაჭერა სჭირდებოდა. კენჭისყრის შედეგად, მას მხარი 55-მა სენატორმა დაუჭირა.

სენატორმა ჯინ შაჰინმა აღნიშნა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციები საფრთხეს უქმნის ვაშინგტონისა და ევროპის ერთიანობას.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია და მისი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ კანონპროექტი ზიანს აყენებს გერმანიასთან ურთიერთობას.