თამარ გაბუნია: 8 000-მდე საწოლია მობილიზებული, მზარდი შემთხვევების პირობებში ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვას გავუმკლავდებით

"8 000-მდე საწოლია მობილიზებული", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარე გაბუნიამ უწყებაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკური და ჰოსპიტალური სექტორი „ომიკრონის“ ტალღისთვის გასამკლავებლად მზად არის.

„რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, მობილიზებული დარჩება 8 ათასამდე საწოლი, რაც არის საკმარისი საწოლფონდი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს მზარდი შემთხვევების პირობებში გავუმკლავდეთ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვას. დღეს ჰოსპიტალური სექტორი არის მხოლოდ 50%-ით დატვირთული და საწოლების დიდი ნაწილი თავისუფალია.

რაც შეეხება ტესტირებას, ეს ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად რჩება - ანტიგენ ტესტირება და PCR ტესტირება. ის ადგილები, რაც ჩართული იყო პროგრამაში, კვლავ გააგრძელებს მუშაობას", - განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, თამარ გაბუნიას თქმით, ორშაბათიდან ვაქცინირებული ადამიანებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება

ცნობისთვის, საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი