კელი დეგნანი: საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს

ფაქტია, საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა, ოპოზიციის მხიდან გამოხატული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

"ყველას აქვს უფლება, საკუთარი აზრი ჰქონდეს, თუმცა არსებობს განსხვავება მოსაზრებასა და ფაქტს შორის, ფაქტია, რომ საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს. აშშ-ის საელჩო 30 წელია, ძალიან ბევრს მუშაობს, რათა საქართველოს, ჯანდაცვისა და თავდაცვის განვითარებაში დაეხმაროს. სხვა რა მტკიცებულების წარმოდგენა შეგვიძლია, რომ დაგანახოთ ჩვენი ზრუნვა. ეს არის სიმართლე, მიუხედავად იმისა, ვის ექნება ძალაუფლება აქ თუ თეთრ სახლში, ჩვენი ვალდებულება საქართველოს წარმატების მიმართ არ შეიცვლება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩმა "ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძის წასვლაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ის გამორჩეული ქართველია, თავისი ქვეყნის სამსახურში ყოფნის ხანგრძლივი და შთამბეჭდავი კარიერით.

"ის იყო თავისი პარტიისა და ქვეყნის ინტერესების ძლიერი დამცველი. მე ძალიან ვამაყობ, რომ ვიცნობ ბატონ ვაშაძეს და ვწუხვარ, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, ვფიქრობ, საქართველო ძალინ უნდა ამაყობდეს, რომ ჰყავს გრიგოლ ვაშაძის მსგავსი გამორჩეული და ერთგული ლიდერები“, - განაცხადა კელი დეგნანმა.