დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე მოსახლეობას ნაჭრის პირბადის გადაგდებას ურჩევს, რადგან ვირუსისგან ნაკლებად იცავს.
NCDC-ის დირექტორის მოადგილე მოსახლეობას მოუწოდებს, სამედიცინო პირბადე „სწორად გაიკეთონ“, განსაკუთრებით, „ომიკრონის“ გავრცელების ფონზე.
„უნდა გაიკეთოთ სამედიცინო პირბადე როგორც ავადმყოფმა ასევე, ჯანმრთელმა - ორივემ, რადგან არავინ იცის, რომელი ხართ, დაავადებული“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ „ტვპირველის“ ეთერში.
მისივე თქმით, აცრილი ადამიანი საავადმყოფოში თითქმის არ ხვდება.
ამჟამად, საქართველოში პირბადის მოხმარების დაბალია და ის დაახლოებით 35%-მდეა.