97 წლის პიანისტი ახალ ალბომს გამოუშვებს

ამერიკელი პიანისტი რუთ სლენცინსკა, რომელსაც 15 იანვარს 97 წელი უსრულდება, ალბომს გამოუშვებს მას შემდეგ, რაც ხელშეკრულება ხმის ჩამწერ სტუდია Decca-სთან გააფორმა. წერს BBC.

პიანისტმა, რომელმაც თავის პირველ კონცერტზე ოთხი წლის ასაკში დაუკრა, My Life In Music-ი გასულ წელს ჩაწერა, რომელშიც სერგეი რახმანინოვისა და ფრედერიკ შოპენის ნაწარმოებები შედის.

მან პროექტს „დაუჯერებელი“ უწოდა. „ვის გაუგია, რომ ჩემი ასაკის პიანისტმა ალბომი შექმნა?", - ამბობს რუთ სლენცინსკა.

მისი ალბომი კი 18 მარტს გამოვა. რუთ სლენცინსკა. რახმანინოვის უკანასკნელ ცოცხალ მოსწავლედ ითვლება.