ივანე ჩხაიძე: იზოლაციისა და კარანტინის ვადების შემცირება შესაძლებელია, მაგრამ ცვლილება ყველა პაციენტს არ უნდა შეეხოს

"შესაძლებელია, რომ მსუბუქი მიმდინარეობის მქონე პაციენტებთან კარანტინისა და იზოლაციის ვადა 8 დღემდე შემცირდეს, მაგრამ არა ისე რადიკალურად, როგორც არის აშშ-ში. ეს არ ეხება ყველა პაციენტს", - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

„გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში შეიძლება იყოს მიღებული, ეს ეხება არა მხოლოდ კარანტინს ან იზოლაციას, არამედ იმ ცვლილებებს, რომელიც მოიტანა ახალმა მუტაციამ. შესაძლებელია, რომ ეს პერიოდი ჩვენთან 14 დღიდან შემცირდეს 8 დღემდე, ოღონდ არა ისე რადიკალურად, როგორც არის აშშ-ში. ეს არ ეხება ყველა პაციენტს. ეს არის მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მსუბუქი მიმდინარეობა აქვთ“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ორშაბათიდან ვაქცინირებული ადამიანებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება

ამასთან, საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5381 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი