რუსთავში არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შს სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვნის გარდაცვალება სავარაუდოდ, ალკოჰოლით ინტოქსიკაციამ გამოიწვია.

ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე სამართალდაცველები მუშაობდნენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.