"ე.წ. ბუსტერ დოზით აცრილებთან COVID19 ძალიან მარტივად მიმდინარეობს", - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ჯანდაცვის ექსპერტმა მაკა ბულეიშვილმა განაცხადა.

„ე.წ. ბუსტერ დოზით აცრილებთან COVID19 ძალიან მარტივად მიმდინარეობს. რეინფიცირების შემთხვევები, სამწუხაროდ, უკვე ფიქსირდება. ასევე ხშირია, ისეთი პაციენტები, რომლებიც საერთოდ არ არიან ვაქცინირებულები და გადატანილი ჰქონდათ კორონავირუსი. რაც შეეხება მესამე ე.წ. ბუსტერ დოზით აცრილებს, მათთან დაავადება ძალიან მარტივად მიმდინარეობს“, - განაცხადა ბულეიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5381 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი