დავით ზალკალიანი: ბრიუსელში NATO-ს მიწვევით ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ბრიუსელში NATO-ს მიწვევით ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ NATO-ელი პარტნიორებისთვის საქართველოსთან ურთიერთობა და NATO-ში ინტეგრაცია პრიორიტეტულია და არ გადაიხედება.

„ჩვენი NATO-ელი პარტნიორების მხრიდან იყო ძალიან მკაფიოდ გაცხადებული, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღება საქართველოს გარეშე. ვფიქრობ, ჩვენი პოზიციების ურთიერთგაცვლა ვიზიტის დროს, NATO-ს ხელმძღვანელობასთან ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მექნება სხვა შეხვედრებიც NATO-ს წარმომადგენლებთან, რაც ძალიან სასარგებლო იქნება და ჩვენ შევაჯერებთ პოზიციას რათა, შემდგომი მოლაპარაკებების დროს და დარწმუნებული ვარ, ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენი ნატოელი პარტნიორები იყვნენ აღჭურვილი ჩვენი პოზიციითაც და ეს პოზიცია არის სრულ თანხვედრაში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაიმართა NATO-რუსეთის საბჭოს შეხევდრა, სადაც იყო მსჯელობა გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე.