ჰერეთის ეპისკოპოს დიმიტრის COVID19 დაუდასტურდა

სინოდის წევრს, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოს დიმიტრის COVID19 დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას "მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" ავრცელებს.

მათი ცნობით, სასულიერო პირი ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული.

გავრცელებული ინფორმაციით, მეუფე დიმიტრი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ცნობისთვის, საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5381 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი