პრეზიდენტს საკონკურსო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარეობაზე თამაზ ფოლადაშვილის, თენგიზ თევზაძისა და გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურები წარუდგინა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია და საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის მიზნით, წარუდგინა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები. ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატურების შერჩევიდან არაუგვიანეს შვიდი დღისა საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურების შერჩევისა და ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ.

რაც შეეხება შერჩეულ კანდიდატებს, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებად კომისიამ შეარჩია: თამაზ ფოლადაშვილი, თენგიზ თევზაძე, გიორგი კალანდარიშვილი.

ცესკო-ს ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატებად კი, კომისიის მიერ პრეზიდენტს წარედგინა: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე, გია ცაცაშვილი.

ასევე წაიკითხეთ: ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს იწყება