დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ გომელაური და შსს-ს კიდევ ოთხი მაღალჩინოსანი დაასანქცირა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ 19 დეკემბერს დაასანქცირა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და უწყების კიდევ ოთხი მაღალჩინოსანი. 19 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ სანქციები წესდება „შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული ქმედებით“.


სანქცირებულები არიან: ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი;
ალექსანდრე დარახველიძე - შსს-ს მინისტრის პირველი მოადგილე;
სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
ზვიად ხარაზიშვილი - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
მილერი ლაგაზაური - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე.

ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, მათ სანქციებს უწესებენ, რადგან პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე.


ზვიად ხარაზიშვილსა და მილერი ლაგაზაურს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტისგან 2024 წლის 16 სექტემბრის შემდეგ აქვთ სანქციები დაწესებული „მაგნიტსკის აქტზე“ დაყრდნობით.


ზვიად ხარაზიშვილსა და მილერი ლაგაზაურს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტისგან 2024 წლის 16 სექტემბრის შემდეგ აქვთ სანქციები დაწესებული „მაგნიტსკის აქტზე“ დაყრდნობით.


საგარეო უწყების განმარტებით, სანქციები გულისხმობს მოგზაურობის აკრძალვას ბრიტანეთში და უძრავი ქონების გაყინვას, - რაც „მათი დიდი ბრიტანეთიდან და მისი ეკონომიკიდან გარიცხვას ნიშნავს.“


ბრიტანეთის მთავრობა წერს, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო დემონსტრაციების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების სისტემატური დარბევა მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი წინააღმდეგობა გაუწია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ქვეყნის ევროპული მომავლისკენ სვლა.“


„მომიტინგეების, ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული შოკისმომგვრელი ძალადობა არის საშინელი თავდასხმა დემოკრატიაზე და ქართველი ხალხის უფლებაზე, გამოიყენოს თავისი ფუნდამენტური თავისუფლებები.“


მისი თქმით, „დღევანდელი ქმედება აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფო დგას საქართველოს ხალხის გვერდით და განიხილავს ყველა ვარიანტს, რათა პასუხისმგებელი პირები პასუხისმგებელნი იყვნენ.“


საელჩოს განმარტებით, სანქციები „გაგრძელებაა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გასულ კვირას მიღებული ზომების, შეეჩერებინა საქართველოს მთავრობის პროგრამების მხარდაჭერა და შეეზღუდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა,“ - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ.


შეგახსენებთ, 13 დეკემბერს აშშ-მ საქართველოს ოფიციალურ და კერძო პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა 15 დეკემბერს განაცხადა, რომ ესტონეთთან კოორდინაციით გააფართოვეს სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია და მას დაამატეს კიდევ 17 პირი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რადგან არ შეეგუებიან მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის მიმართ ძალადობას. უფრო ადრე სანქცირების შესახებ გამოაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ლიეტუვის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან იგივე პირები, რომლებსაც 5 დეკემბერს პერსონალური და ეკონომიკური სანქციები დაუწესა უკრაინამ, გარდა „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა, რომელსაც საქართველოს შსს-ს 10 მაღალჩინოსანთან ერთად ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ სანქციები 2 დეკემბერს დაუწესეს. 16 დეკემბერს ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოზე იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა შეჩერდება.