გორთან ავტოავარიისას 6 ადამიანი დაშავდა

გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას 6 ადამიანი დაშავდა. მათგან 4 არასრულწლოვანია. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში" გადაიყვანეს.

,,გორმედის" კლინიკური დირექტორის ხათუნა შრუბის ინფორმაციით, ექვსივე პაციენტს სამედიცინო დახმარება და ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზის ამავე მონაკვეთზე რამდენიმე ავარიან მოხდა.