NCDC-ის დირექტორის მოადგილის განცხადებით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსისადმი იმუნური დაახლოებით, 70%-ია, მათ შორის არიან როგორც აცრილები, ასევე, კოვიდგადატანილები.
პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ვაქცინების „ბუსტერ“ დოზა დაცვას 70%-მდე ზრდის, დაავადების შემთხვევაში კი აცრილს მსუბუქად გადააქვს დაავადება.
„საქართველოში რომ 85% იყოს აცრილი, პირველი ვიტყოდი, რომ აღარ გვჭირდება შეზღუდვები. 40%-ია აცრილი, თუ დავამატებთ კოვიდგადატანილებს, სადღაც 70%-მდეა კორონავირუსისადმი იმუნური.
ეს იმ ფონზე, როდესაც „ომიკრონი“ ემართება აცრილსაც და კოვიდგადატანილსაც. ორჯერ აცრილებში ის ძალიან მსუბუქად მიდის, სამჯერ აცრილებში 70%-მდე ადის დაცვა, თუ აცრილებს დაემართებათ, დაავადება მსუბუქად წავა. ამიტომ, თუ არ გვინდა, ზვავივით წამოვიდეს „ომიკრონი“, მაქსიმალურად უნდა ავიცრათ, ასევე გავიკეთოთ პირბადე, რომელიც ძალიან ეფექტურად იცავს „დელტასგან“, „ომიკრონისგან“ და გრიპისგანაც.
ეს ბიზნესისთვისაც პრობლემა იქნება, ნიუ-იოკრში მეტრო გაჩერდა თანამშრომელთა ინფიცირების გამო. სამედიცინო პერსონალიც ხომ ცუდად გახდება, ექიმების 85% აცრილია, მაგრამ ექთნების 50% სამწუხაროდ არ არის აცრილი, კიდევ უფრო ცოტაა მოცვა დაბალ სამედიცინო პრესონალში“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, აცრილები ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა რეანიმაციაში არ მოხვდება.