როდის შეიძლება დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას და ვართ თუ არა პანდემიის ბოლო ეტაპზე, ამ შეკითხვას BBC სტატიაში სვამს და „ომიკრონს“ პანდემიის ბოლო ფაზად განიხილავს.
„ეს პანდემიის დასასრულის დასაწყისია, ყოველ შემთხვევაში, დიდ ბრიტანეთში“, - ამბობს პროფესორი ჯულიან ჰისკოქსი, ლივერპულის უნივერსიტეტის ინფექციისა და გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის თავმჯდომარე. ის ფიქრობს, რომ 2022 წელს ადამიანები პანდემიამდე პერიოდს დაუბრუნდებიან.
სპეციალისტების პროგნოზით, კორონავირუსი არსად გაქრება და ის სავარაუდოდ, ენდემურ ინფექციად იქცევა.
„მე ძალიან ოპტიმისტური ვარ განწყობილი, მალე ვიქნებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც ვირუსი დაიწყებს ცირკულაციას, თუმცა ჩვენ ვიზრუნებთ მხოლოდ რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებზე, მაგრამ ნებისმიერი სხვა, რომელიც დაავადდება, მას ჩვეულებრივ, გართულების გარეშე გადაიტანს“, - ამბობს ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი ელიზაბეტ გროპელი.
ბრიტანელის სპეციალისტების თქმით, გრიპის სეზონზე, ზამთარში დღეში 200-300 იღუპება და არავინ ატარებს ნიღაბს, არც სოციალურ დისტანციას იცავენ.
„უნდა შევეგუოთ იმას, რომ გრიპის სეზონი ასევე იქნება კორონავირუსის სეზონი, რაც გამოწვევა ჩვენთვის“, - აღნიშნავს ელიზაბეტ გროპელი.
სტატიის ბოლოს BBC მსოფლიოში არსებულ ეპიდვითარებას მიმოიხილავს და წერს, რომ პლანეტა არც თუ ისე ახლოსაა პანდემიის დასასრულამდე.
ავტორი წერს, რომ ღარიბი ქვეყნები ჯერ კიდევ ელიან ვაქცინებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი მკაფიოდ განაცხადა, რომ მსოფლიო შორს არის იმისგან, რომ კოვიდს ენდემური გრიპი ვუწოდოთ.