საფრანგეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთო

საფრანგეთის იუსტიციის ყოფილ მინისტრს კრისტიან ტობირას პრეზიდენტობა სურს. ამის შესახებ France24 წერს.

ტობირა, იუსტიციის მინისტრი იყო სოციალისტი პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის ადმინისტრაციაში, 2012-2017 წლებში, აკრიტიკებდა „სოციალური დიალოგის არარსებობას“ მაკრონის დროს და პირობა დადო, რომ იბრძოლებდა უფრო მაღალი ხელფასებისთვის, უკეთესი პირობების შესაქმნელად სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, ასევე, უკეთესი ჯანდაცვის მომსახურებისა და გარემოს დაცვისთვის.

69 წლის კრისტიან ტობირა საფრანგეთის გვიანაში დაიბადა.

2002 წელს მაპირველად იყარა კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუმცა მხოლოდ 2,32% მოიპოვა.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები ორ ეტაპად, 10 და 24 აპრილს გაიმართება.